სპექტაკლი

სპექტაკლი "მოგზაურობა მათემატიკის სამყაროში"




ღონისძიება-მინი სპექტაკლი მათემატიკაში
ღონისძიების  სახელწოდება:   „მოგზაურობა მათემატიკის სამყაროში“
პროექტის მთავარი იდეა––
§     მათემატიკური აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარება
§     ყურადღების გამახვილება სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის გამოყენებაზე
       გარემომცველი სამყაროს შემეცნებისა და რეალური პრობლემების გადაჭრისას 
§     მოსწავლეთა ენთუზიაზმის გაძლიერება,მათემატიკის სიყვარულისა და ინტერესის 
       აღძვრაგანვითარება 
§     სხვადასხვა სიტუაციაში მატემეტიკური ობიექტების და პროცესების შემჩნევა
პროექტის ტუალობა––
§     ჯგუფური მუშაობის პრინციპის დახვეწაგამოყენება
§     ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობითი , ჰარმონიული ურთიერთობის
       ჩვევის გამომუშავება
§     სოციალური უნარჩვევების, ერთმანეთის მოსაზრებების გათვალისწინება
       ყურადღებით მოსმენის საფუძველზე შეთანხმებული და სწორი გადაწყვეტილების მიღებისა
       და  დასკვნების გამოტანის უნარის გამომუშავება
   ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
მათ. IX.9._მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნებისა და მათი კომპოზიციების კვლევა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს, თუ რა გეომეტრიული გარდაქმნა შეიძლება იყოს მოცემული ორი
გეომეტრიული გარდაქმნის კომპოზიცია; ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
ფიგურების შესახებ სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს იმის
შესახებ შეიძლება, თუ არა მოცემული გარდაქმნის გამოყენებით, მოცემული ფიგურისაგან
მეორე მოცემული ფიგურის მიღება;
იყენებს გეომეტრიული ფიგურის თვისებებს და გეომეტრიულ გარდაქმნებს იმის
დასაბუთებისათვის, შესაძლებელია თუ არა სიბრტყის დაფარვა; ახდენს დაფარვის
დემონსტრირებას სიბრტყის ნაწილზე.
შეფასების საგანი/პროცედურები––
დაკვირვების და შეფასების საგანი,ანალიზის ობიექტი არის ჯგუფური მუშაობა.გამოყენებულ იქნება განმავითარებელი შეფასება
ვადები/ხანგრძლივობა––
პროექტის მზადების პერიოდი 18 დღე.შესრულების დრო 35 წთ..
რესურსები––
§     ფორმატის ქაღალდზე დახაზული გეომეტრიული ფიგურები, სივრცული ფიგურების მაკეტები, ფორმატზე წარმოდგენილი სემესტრის განმავლობაში შესწავლილი ფორმულები თვალსაჩინოებისთვის.
§     ღონისძიება ტარდება სააქტო დარბაზში
მსვლელობა
 ღონისძიებას იწყებს ორი მოსწავლე, რომლებიც გაიგებენ მათემატიკური სამყაროს არსებობის შესახებ და გადაწყვეტენ თანაკლასელებთან ერთად იმოგზაურონ .
  სამოგზაუროდ წასულებს შეხვდებათ ერთი ბერიკაცი, რომელიც აღმოჩნდება პარალელოგრამი . ის ერთ დროს დიდი ოჯახის უფროსი იყო. მისი შვილები იყვნენ რომბი, ტრაპეცია, მართკუთხედი, კვადრატი. მოხუცი შეწუხებულია იმით, რომ მისი შვილები მიმოიფანტნენ, ყველა თავისი გზით წავიდა და ისინი ერთმანეთს მხოლოდ იმ დროს ხვდებიან, როცა ბავშვები ამოცანებს ხსნიან. მოხუცი პარალელოგრამი თხოვნით მიმართავს ბავშვებს, რომ არ იზარმაცონ და ხშირად ამოხსნან ამოცანები რათა მთელი ოჯახი ერთად შეიკრიბოს.
  გზადაგზა მოსწავლეები ხვდებიან სხვადასხვა ფიგურებს და ეცნობიან მათ თვისებებს. თითოეული ფიგურა ახასიათებს თავის თავს და ასაბუთებს თუ როგორი საჭირონი არიან ისინი ადამიანების ცხოვრებაში.
  მოგზაურობის დროს მოსწავლეები შენიშნავენ ერთ უცნაურობას: მოჩხუბარ კვადრატს, რომელიც ყველას ემუქრება გვერდების დანგრევით. ბავშვები იკითხავენ და აღმოჩნდება, რომ კვადრატს არ უნდა მრავალფეროვნება. უნდა ყველა მასავით სიმეტრიული იყოს. ბავშვები დაარწმუნებენ რომ ცხოვრება და კერძოდ მათემატიკა იმითაა საინტერესო, რომ ყველა და ყველაფერი განსხვავებული და თავისებურია.
  მოგზაურობის დასასრულს ბავშვები შეხვდებიან მოსწავლეს, რომელიც ამოცანების ამოხსნით არის დაკავებული და ნახავენ, რომ ყველა ფიგურა ამ მოსწავლესთან არის შეკრებილი. გაახსენდებათ მოხუცი პარალელოგრამის თხოვნა და გადაწყვეტენ არასოდეს იზარმაცონ და ისწავლონ მათემატიკა.
შეფასება


განმავითარებელი
მიზანი
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა
შეფასების საგანი
სწავლის პროცესი
შეფასების შედეგად მიღებული
გადაწყვეტილება
წინსვლის ხელშესაწყობად
განსხვავებული აქტივობის შერჩევა,
სწავლების სტრატეგიის შეცვლა,
რჩევა-დარიგების მიცემა და სხვ
წარმარტების კრიტერიუმების
განსაზღვრა

კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე (საკუთარ მიღწევებთან მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)
შეფასების საშუალებები
თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა; კითხვარი; სიტყვიერი (ზეპირი)
კომენტარი;
უნარის განვითარების დონის აღწერა.





Комментариев нет:

Отправить комментарий