პრეზენტაცია

შემაჯამებელი-გაკვეთილი- პრეზენტაცია
გეგმა
                                                                              პედაგოგი            თამარ იაკობიძე         19.12.14
პრეზენტაციის მთავარი თემა
 მათემატიკური ლექსიკონი
სწავლების საფეხური
  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
ოცდაათი მოსწავლე
პრეზენტაციის მიზანი
პრეზენტაციის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს მათემატიკური ტერმინოლოგიის ახსნა, მისი ჩამოყალიბება და გამოყენება. შექმნას ლექსიკონი.
 მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
მოსწავლეს უნდა შეეძლოს სახელმძღვანელოდან ამოიწეროს ის მათემატიკური ტერმინები, რომლებიც სასწავლო პროცესში გამოიყენებოდა და დაალაგოს ანბანის მიხედვით.
შეფასების საგანი და პროცედურები
 განმსაზღვრელი შეფასება, ნიშანი, გაკვეთილზე ჩართულობა, კითხვა-პასუხი, პრეზენტატორის და ჯგუფის წევრების აქტიურობა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
გაკვეთილზე გამოვიყენებ მეექვსე კლასის სახელმძღვანელოს
მეთოდები
დისკუსია, აქტიური მინილექცია, ინდივიდუალურად და ჯგუფში მუშაობა, თვითშეფასება
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
I ეტაპი- 5 წუთ-კლასი დაყოფილია ექვს ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში ხუთი მოსწავლეა. თითოეულ ჯგუფს მომზადებული აქვს საპრეზენტაციო მასალა. მასალა შედგება ფორმატზე წარმოდგენილი ლექსიკონისგან, რომელიც კონკრეტული ჯგუფის მიერ არის შექმნილი. გარდა ამისა, თითოეულ ბაბშვს გაკეთებული აქვს ინდივიდუსალური ლექსიკონი, რომელსაც წლის ბოლომდე აწარმოებს. ყველა ჯგუფი ემზადება პრეზენტაციისთვის. სანამ ბავშვები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, მე ჩავატარებ პატარა მიმოხილვას თემის გარშემო. 
 II-ეტაპი 36 წუთი-  თითოეულ ჯგუფს ეძლევა 6 წუთი   მომზადებული პრეზენტაციის წარმოსადგენად. როდესაც ისინი დაამთავრებენ მომზადებულ თემაზე საუბარს, ერთვება კლასის დანარჩენი ნაწილი და უსვამენ კითხვებს: ლექსიკონის საშუალებით მოძებნონ მათემატიკური ტერმინები. იგივე პროცედურას ატარებს ექვსივე ჯგუფი.
III-ეტაპი   5 წუთი- პრეზენტაციის შეფასება. არსებული შეფასების სქემის მიხედვით, რომელიც წინასწარ იციან ბავშვებმა და კლასშია გამოკრული, შევაფასებ თითოეულ ჯგუფს.  



შეფასების სქემა


კრიტერიუმები
1-4
5-7
8-10
დისკუსიაში მონაწილეობა
არ მონაწილეობს დისკუსიაში ან ვერ ახერხებს საკუათრი აზრების გასაგებად და მკაფიოდ ჩამოყალიბებას, ვერ ფლობს ან ცუდად ფლობს ტერმინოლოგიას
აქტიურობს, გამოთქვამს მოსაზრებებს, მაგრამ ყოველთვის ვერ ასაბუთებს მათ, ზოგჯერ ვერ იცავს დისკუსიის წესებს, კარგად ვერ ფლობს მათემატიკურ ენას
ყოველთვის მონაწილებს დისკუსიაში, აზრებს გამოთქვამს მკაფიოდ, გასაგებად და უმეტეს შემთხვევაში დასაბუთებულად, პატივს სცემს სხვის აზრს, ფლობს ტერმინოლოგიას
ჯგუფში მუშაობა
ვერ ან არ მუშაობს ჯგუფში, ცუდად თანამშრომლობს, უჭირს მათი აზრის გაზიარება
უმეტესწილად თანამშრომლობს ჯგუფთან და ახერხებს მისთვის საკუთარი შეხედულების ახსნა-დასაბუთებას; ეხმარება, მაგრამ ხანდახან ვერ იცავს ტაქტს
ყოველთვის მზადაა თანამშრომლობისთვის, აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის. საჭიროებისას ტაქტიანად ეხმარება ჯგუფს.
ცოდნა და უნარები
უმეტეს შემთხვევაში უჭირს მასალის ღრმა წვდომა, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, დავალებას ვერ ასრულებს ბოლომდე
უმეტესად წვდება თემის არსს, მაგრამ ყოველთვის ვერ განაზოგადებს მას, ზოგჯერ ვერ იყენებს პრაქტიკაში, ხანდახან ვერ ახერხებს საბოლოო შედეგამდე მისვლას
ყოველთვის გააზრებული აქვს თემის არსი და ნიუანსები, წარმატებით  ახდენს მის ტრანსფორმაციას სხვადასხვა შემთხვევებისთვის და ყოველთვის მიდის სასურველ შედეგამდე



















Комментариев нет:

Отправить комментарий